სიახლეები
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფ.ბაჩანა ჯიშკარიანის რეკომენდაციით, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებულმა სტუდენტებმა.
მაღალი კონკურენციის პირობებში ხუთმა მათგანმა მოიპოვა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია, რომელსაც მიიღებენ ყოველთვიურად. აღსანიშნავია, რომ სულ გაიცა შვიდი სტიპენდია. უნივერსიტეტი ულოცავს ამ დიდ წარმატებას სამართლის სკოლის სტუდენტებს ანა ჩანადირს, ანა გამსახურდიას, მარიამ რასტს, ირაკლი აფციაურსა და ლიკა რაზმაძეს!